10:42 - 07 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-16 11:18:17, 1246 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც

„სადაც საჭირო არის სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრეზიდენტსა და ხალხს შორის ურთიერთობა არ გაწყდეს.

„მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით და ძალიან დიდი დოზით სიყვარულით. ჩემთვის საზომი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა თავის პრეზიდენტს, ეს არის და არა რაღაც კრიტიკები და ხუთკაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა. ამიტომ, სადაც საჭირო არის სალობიეშიც ვივლი და სხვადასხვა ადგილებში თავშეყრის ადგილებშიც ვივლი ძალიან თავისუფლად. ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემ ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა და როგორც საჭირო არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა ეკატერინბურგში Wildberries-ის საწყობს ორი კვირის განმავლობაში მეორედ შეუტიეს
ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში იყო გადაყვანილი
რუმინეთის საგარეო უწყება გმობს რუმინული ჯგუფი Morandi ოკუპირებულ სოხუმში გასამართ კონცერტს
პროკურატურა - ნია იმნაძემ მის მეგობრებს ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი მალანიას უთხრა, თითქოსდა მისი მასწავლებელი, გიგა ავალიანი ზედმეტ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics