21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 16:04:07, 1417 ნახვა

სამართალი
საია-მ საკონსტიტუციოს საზმაუზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე კომერციული რეკლამების განთავსების არაკონსტიტუციურად ცნობის თაობაზე მიმართა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საია სადავოდ ხდის „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 64-ე მუხლის პირველი პუნქტის იმ ნორმატიულ შინაარსს, რომელიც უშვებს სამუშაო დღეების არასაუკეთესო დროს (24-საათიდან 19 საათამდე) საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამებში რეკლამების განთავსებას. ორგანიზაცია არ ასაჩივრებს არასაუკეთესო დროს გასართობ გადაცემებში, ფილმებსა და სერიალებში,  სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო კონკურსის და ფესტივალის ფარგლებში რეკლამის განთავსების კონსტიტუციურობას.

„საია მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო საეთერო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საინფორმაციო და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროგრამებში  რეკლამის განთავსების შესაძლებლობა, ქმნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე არსებითი კომერციული გავლენის დამყარების საფრთხეს, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ ბიზნესის საქმიანობის ამსახველი რეპორტაჟების ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაზე.

საიამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი დღეს, 2019 წლის 01 აგვიტოს შეიტანა“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics