2026-07-02 17:11:49, 273 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
ყაჩაღობა მოხდა თბილისში - "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, კარტოზიას ქუჩაზე მამაკაცმა მოქალაქე დააყაჩაღა.
ადგილზე პოლიციელები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. კაცი დაკავებულია.
ავტორი: ექსპრესნიუსი,