21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 15:21:45, 8814 ნახვა

სამართალი
პროკურატურა „R2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაციას ამოიღებს

„მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „რუსთავი 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის „ინტერ მედია“ და ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ამოღების თაობაზე“, - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, საქმე ეხება ტელეკომპანიის თანხების მითვისებისა და ქონების გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას.

„სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის  კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით  მითვისების და  ქონების  მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიღებულია სასამართლოს შესაბამისი განჩინებები „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ის კონტრაქტორი საწარმოებიდან, მათ შორის  „ინტერ მედია“ და „ინტერ მედია პლიუსიდან“, გამოძიებისათვის საჭირო დოკუმენტაციისა და ელექტრონული ინფორმაციის ამოღების თაობაზე. სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებებთან ერთად,  მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაგეგმილია ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ყოფილი დირექტორის  ნიკოლოზ გვარამიას გამოკითხვა“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics