21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 10:57:17, 1374 ნახვა

სამართალი
სასამართლომ ზვიად კუპრავას 9-თვიანი პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ  "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს  ზვიად კუპრავას,  რომელსაც ბრალი სასამართლოს უპატივცემულობაში ედება, 9 თვიანი  პატიმრობა შეუფარდა.

ზვიად კუპრავამ  წინასწარ პატიმრობაში  6  თვე უკვე მოიხადა,  შესაბამისად,  სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ის კიდევ 3 თვეს გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 11 ივნისს ზვიად კუპრავამ სასამართლოს შენობაში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს, რისთვისაც მას ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლით (სასამართლოს უპატივცემულობა). აღნიშნულისთვის კუპრავას გირაო შეეფარდა.  გირაოს ქვეშ მყოფმა ზვიად კუპრავამ, ასევე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს. აღნიშნული ქმედებისთვის ზვიად კუპრავას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. საბოლოოდ კი, 21 თებერვალს ზვიად კუპრავას გირაო შეეცვალა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics