21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 17:00:26, 1947 ნახვა

სამართალი
განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალდებულს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისთვის  ბრალდებული გ.მ. დამნაშავედ ცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნუილსასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 დეკემბერს, დღის საათებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში გ.მ.-მ შურისძიების მოტივით, მოკვლის მიზნით, პისტოლეტის გამოყენებით, რომელსაც ატარებდა მართლსაწინააღმდეგოდ, ხ.ტ.-ს გულმკერდისა და სახის არეში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები, რის შედეგადაც იგი  გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა გ.მ. 2018 წლის 3 დეკემბერს ნინოწმინდაში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  მუხლითა და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (განზრახ მკვლელობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გ.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics