20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-22 10:01:38, 1569 ნახვა

სამართალი
იუსტიციის საბჭოში მოსამართლეობის სამ კანდიდატს გაესაუბრებიან, მათ შორის გენპროკურორის მოადგილეს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს გაგრძელდება.

10:30 საათიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოსაქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეს მამუკა ვასაძეს, მაია ვაჩაძეს და თამარ ზამბახიძეს მოუსმენს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრების პროცესი უკვე გაიარა 9 კანდიდატმა, ესენია: ზურაბ აზნაურაშვილი, თამარ ალანია, დიანა ბერეკაშვილი, თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, გრიგოლ გიორგაძე, გიორგი გოგიაშვილი, მირანდა ერემაძე.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 137 კაციანი სიიდან ე.წ. გრძელი სია შეადგინა, რომელიც 50 კანდიდატისგან შედგება. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის ფარული კენჭისყრის შედეგად 50 კანდიდატიდან 20 შეირჩევა. პარლამენტს განსახილველად სწორედ ეს 20 კაციანი სია გადაეგზავნება.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics