21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-21 16:01:17, 2110 ნახვა

სამართალი
მშენებლობისას 16 წლის მოზარდის დაღუპვის საქმე კომპანიის დირექტორს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ინდური სამშენებლო კომპანია "ჯე ვი კე ჰოსპიტალიტის"დირექტორის შიშუ პალ ბურდაკს უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის, წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. აღკვეთის ღონისძიება თბილისის საქალაქო სასამართლომ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. დაცვის მხარე ამბობს, რომ დემონტაჟის სამუშაოები, რომელსაც 16 წლის მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა, ქვეკონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ შუბითიძემ კომპანიის ხელმძღვანელთან შეუთანხმებლად დაიწყო.

„მან განაცხადა,რომ არ იმყოფებოდა სამუშაო ადგილზე, ეს გამოძიებისთვის ცნობილია, არ არის სადაო რომ ბურდაკი არ იმყოფებოდა, ამით ისარგებლა ბატონმა შუბითიძემ, როდესაც ადამიანების ჯგუფი შეიყვანა სამუშაოდ, კონტრაქტიც კი არ არსებობდა და მას არ ჰქონდა უფლება შეესრულებინა სამუშაოები,“-ამბობს ბაჩუკი ქირია.

შეგახსენებთ, რომ დოლაბაურის ქუჩაზე ლიფტის დემონტაჟისას 16 წლის მუშა დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics