20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-20 12:39:15, 2498 ნახვა

სამართალი
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის სწავლება გაიარეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებისთვის ქალაქ ფოთში 3-დღიანი ტრენინგი - „ტერორიზმი და იმპოსტერები“ გაიმართა. სწავლება ამერიკის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული.

სასწავლო კურსს ამერიკელი ტრენერები უძღვებოდნენ. სწავლების მონაწილეებმა,რომლებიც საქართველოს სხვადასხვა სასაზღვრო გამტარ პუნქტში მსახურობენ, ცოდნა გაიღრმავეს, თუ როგორ ამოიცნონ და ქვეყანაში არ შემოუშვან ე.წ. „იმპოსტერი“ - პირი, რომელიც სხვისი სამგზავრო დოკუმენტის მეშვეობით ცდილობს ამა თუ იმ ქვეყნის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას და თავს ასაღებს, აღნიშნული სამგზავრო დოკუმენტის მფლობელად. ტრენინგის მიზანი იყო უკანონო მიგრაციასთან ბრძოლის და უსაფრთხოების მიმართულებით სასაზღვრო გამტარ პუნქტში მომუშავე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ცოდნის გაღრმავება, ასევე, მათთვის საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვის და კოორდინირების მთავარი სამმართველოს უფროსმა გურამ დავითაშვილმა ტრენინგის კურსდამთავრებულებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics