21:47 - 02 Jul, 2026
|
2017-03-11 11:17:07, 1438 ნახვა
საზოგადოება
კლდიაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 500 კვადრატული მეტრის ფართი დაიწვა
კლდიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 70-მდე ოჯახი დაზარალდა. ხანძარი შენობის მესამე სართულზე გუშინ საღამოს გაჩნდა და მის ლოკალიზებას რამდენიმე საათი დასჭირდა. ადგილზე მობილიზებული იყო 20 სახანძრო-სამაშველო მანქანა. მობინადრეებიდან არავინ დაშავებულა. 3-მა მეხანძრემ სხეულის მსუბუქი დაზიანება მიიღო. ხანძრის შედეგად დამწვარია 2 500 კვადრატული მეტრის ფართი. შემთხვევის ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ზვიად ქაწაშვილი და გამგეობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დაუდევრობით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)