|
2017-03-09 08:11:25, 1545 ნახვა
საზოგადოება
საბერძნეთის საგარეო მინისტრი პატრიარქს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მღვდელმთავრებთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს კოძიასი თანმხლებ პირებთან ერთად გუშინ მიიღო. როგორც "ექსპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილიც ესწრებოდა. ვიზიტი მეგობრულ ხასიათს ატარებდა და მიზნად საბერძნეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ეკლესიას შორის ისტორიულად არსებული კავშირების განმტკიცებასა და სამომავლო პერსპექტივების დასახვას ისახავდა. სტუმარმა მისი უწმინდესობა საერთაშორისო კონფერენციაზე მიიწვია, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში, ათენში გაიმართება. კათოლიკოს-პატრიარქმა და საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)