20:26 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-09 10:40:46, 1167 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში ისრაელის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა

ისრაელის სახელწმიფოს პრეზიდენტის რუვენ რივლინისა და პიერველი ლედის ნეჩამა რივლინის  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო.

თავდაცვის სამინისტროს  სასულე ორკესტრის მიერ საქართველოსა და ისრაელის  სახელწმიფო ჰიმნების შესრულების  შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა და  რუვენ რივლინმა საქართველოს სახელმწიფო დროშას პატივი მიაგეს.

ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის  უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის მრჩევლები, საქართველოს საკანონმდებლო და   აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის  და ისრაელის  სახელმწიფო   ხელისუფლების წევრები.

ნეჩამა რივლინს საქართველოს პრეზიდენტის პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ უმასპინძლა.

ამწუთებში ორი ქვეყნის  ლიდერები ერთმანეთს პირისპირ ხვდებიან. რის შემდეგაც შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში  შდგება.

 პრეზიდენტები მედიისთვის  ერთობლივ  განცხადებებსაც გააკეთებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics