20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-08 14:52:42, 1443 ნახვა

პოლიტიკა
ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი ადასტურებს, რომ ხვალ ფრაქციის სხდომაზე ნიკა მელიას თავმჯდომარეობიდან გადაყენების საკითხს განიხილავენ. როგორც ნადირაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მელიამ ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას ვერ გაუძლო და ის არის ადამიანი, რომელიც პოზიციებს ხშირად იცვლის:

„ნიკა მელია არის ადამიანი, რომელიც ხშირად იცვლის პოზიციებს. მან ვერ გაუძლო ვერც ერთ კრიტიკულ ვითარებას. მას შემდეგ,  რაც მიეკედლა მეორე გუნდს, ვითარება და ურთიერთობები უკიდურესად დაიძაბა და პიკს მიაღწია დაძაბულობამ „ნაციონალური მოძრაობის“ ამ ორ ფრთას შორის. შესაბამისად, ალბათ არავისთვის არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ შესაძლოა, ადამიანების უმრავლესობა ფრაქციაში ფიქრობდეს, რომ ფრაქციას ასეთი ლიდერი არ სჭირდება,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ვინ დაიკავებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტს, ეს ჯერ უცნობია.
 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics