20:19 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-13 13:00:30, 290 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ დელეგატმა, ანტონ ობოლაშვილმა ასპინძაში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

"ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ასპინძის მოსახლეობასთან გრძელდება.

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ახალციხის, ბორჯომის, ასპინძისა და ადიგენის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის გუბერნატორ ბესიკ ამირანაშვილთან ერთად, ასპინძის სოფლების: თოკის, ვარგავის, საროს, ნიჯგორისა და ივერიაშის მოსახლეობას შეხვდა. 

შეხვედრაზე დელეგატმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში გაიმარჯვებს საქართველო, ხოლო არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი.

"ჩვენთვის უმთავრესია, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა",- განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა. 

შეხვედრას ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე, "ქართული ოცნების“ შტაბის წევრები და თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას "ქართული ოცნების" პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics