|
2024-09-09 12:58:09, 320 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ერთადერთი, რასაც ეს კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა - შესაბამისად, ის ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური
ერთადერთი, რასაც აღნიშნული კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა და შესაბამისად, ის ვერ იქნება ანტიკონსტიტუციური,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „გადაწყვეტილების გამოცხადებას აქვს თავისი ვადები და შესაბამისად, როდესაც ამის დრო და აუცილებლობა იქნება, დარწმუნებული ვარ, გამოცხადდება. კანონთან დაკავშირებით კი შეუძლებელია, რაიმე კითხვები არსებობდეს ან რაიმე პრობლემა იყოს, ერთადერთი, რასაც კანონი ითხოვს, არის გამჭვირვალობა. შესაბამისად, ეს ვერ იქნება პრობლემური, ანტიკონსტიტუციური და ვერ შეეწინააღმდეგება დემოკრატიას და დემოკრატიულ განვითარებას“,- განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)