21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 13:22:18, 757 ნახვა

საზოგადოება
დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის მდგრადი განვითარების პროექტს ახორციელებს. 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, მღვიმის უსაფრთხოების დადგენის მიზნით, ჰიდროლოგიურ, გეოლოგიურ და სპელეოლოგიურ კვლევებს  ჩეხეთის რესპუბლიკის მღვიმეების ადმინისტრაციის ექსპერტები ახორციელებენ.

"მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდში მდებარე არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმეს, საკუთარი ეკოტურისტული პოტენციალით, შესაძლებლობა აქვს მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონის განვითარებაში, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

მღვიმეზე დაკვირვება რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

აღსანიშნავია, რომ არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის განვითრების პროექტის დასაწყებად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩეხეთის განვითარების სააგენტოსგან დაფინანსება 2019 წელს მიიღო, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე პროექტის დაწყებაზე მუშაობა შეჩერდა და მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან განახლდა",- ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics