20:21 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-13 19:17:49, 1501 ნახვა

მსოფლიო
სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად მანამდე 6 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა,

სტამბოლში მომხდარი აფეთქების შედეგად მანამდე 6 ადამიანი დაიღუპა, 38 დაშავდა, - ამის შესახებ, სტამბულის გუბერნატორორმა ალი იერლიკაიამ განაცხადა.

თურქული წითელი ნახევარმთვარის ტვიტერზე გაკეთებულ პოსტში ნათქვამია: „სტამბოლში მომხდარი აფეთქების შემდეგ სისხლი გადაეგზავნა ახლომდებარე საავადმყოფოებს. ამ დროისთვის სისხლის გადაუდებელი საჭიროება არ არის“. 

შემთხვევის ადგილზე პოლიციის ჯგუფები მივიდნენ და ქუჩაში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.

დაშავებულთა ნაწილი, რომლებსაც სამედიცინო ჯგუფებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

აფეთქების შემდეგ პოლიციის გუნდებმა ისტიკლალის ქუჩის ევაკუაცია მოახდინეს, ხოლო ტაქსიმის მეჩეთი ასევე დაიკეტა. დაფიქსირდა, რომ ვერტმფრენი უსაფრთხოების მიზნით საჰაერო ინსპექტირებასაც აწარმოებდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics