20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-10 16:07:55, 1179 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვა ხერსონიდან ჯარების უკან დახევას ადასტურებს და „მანევრს“ უწოდებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევა დაიწყეს და აღნიშნულს "მანევრი" უწოდა.

როგორც დეპარტამენტის სპიკერმა, იგორ კონაშენკოვმა ყოველდღიურ ბრიფინგზე განაცხადა, რუსული ჯარი "გეგმის მკაცრად დაცვით" მოქმედებს.

„რუსული ჯარების ნაწილები მანევრირებას ახდენენ მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე მომზადებულ პოზიციებზე, დამტკიცებული გეგმის მკაცრად დაცვით“, - განაცხადა იგორ კონაშენკოვმა.

ცნობისთვის, 9 ნოემბერს რუსულმა მედიამ თავდაცვის მინისტრზე, სერგეი შოიგუზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავდა. 

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, სამხრეთით შეიარაღებული ძალები ფრთხილად მიიწევენ წინ, რათა კონტრშეტევა მინიმალური დანაკარგებით წარიმართოს.

ბრიტანეთის დაზვერვამ დღევანდელ მიმოხილვაში დაწერა, რომ რუსულმა ჯარებმა ხერსონის ოლქიდან უკან დახევის დროს, რამდენიმე ხიდი გაანადგურეს და უკრაინული  ჯარების წინსვლის შეფერხების მიზნით, სავარაუდოდ, ტერიტორია დანაღმეს. 

აღსანიშნავია, რომ ვიდრე რუსული მხარე ხერსონიდან ჯარის გაყვანის შესახებ გამოაცხადებდა, მანამდე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქში ოკუპანტებმა 5 ხიდი ააფეთქეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics