|
2022-11-09 14:55:45, 1225 ნახვა
მსოფლიო
СБУ - განეიტრალებულია ФСБ-ს დივერსიული ჯგუფი, რომელიც უკრაინელი სამხედრო მეთაურების მკვლელობას გეგმავდა
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კონტრდაზვერვამ კიევსა და სუმის რეგიონში გაანეიტრალა ФСБ-ს დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურების მკვლელობას ამზადებდა. უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯგუფი ФСБ-ს თანამშრომელმა შექმნა. "დადგინდა, რომ მათ დაათვალიერეს უკრაინის ჯარების განლაგებისა და გადაადგილების პუნქტები დედაქალაქის ტერიტორიაზე და ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთის სასაზღვრო რაიონებში. მტრის დივერსანტების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების საბრძოლო ნაწილების მეთაურების პერსონალური მონაცემების შეგროვება და ადგილსამყოფელის გარკვევა. აგრესორი მიღებული ინფორმაციის გამოყენებას უკრაინელი დამცველების ფიზიკური ლიკვიდაციისთვის გეგმავდა", - ნათქვამია СБУ-ს ინფორმაციაში. მათივე ცნობით, ჯგუფში შედიოდა სუმის ოლქის სასაზღვრო რეგიონის მკვიდრი, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურებმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დააკავეს. "სწორედ ის იყო უშუალო კავშირში თავის „კურატორთან“ და კოორდინაციას უწევდა მტრის ამოცანების შესასრულებლად მოქმედებების გეგმებსა და ალგორითმებს. კომუნიკაციისთვის ისინი იყენებდნენ ელექტრონული კომუნიკაციის დახურულ არხებს", - აცხადებენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)