21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-11-06 14:32:46, 1583 ნახვა

მსოფლიო
The New York Times - ხელისუფლება ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში კიევის მოსახლეობის ევაკუაციას გეგმავს

ელექტროენერგიის სრული გათიშვის შემთხვევაში, კიევის ხელისუფლებამ მოსახლეობის სრული ევაკუაციის დაგეგმვა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.

ევაკუაციის შემთხვევაში, უკრაინის დედაქალაქის დატოვება 3 მლნ მცხოვრებს მოუწევს.

BBC-ის რუსულენოვანი სამსახური წერს, რომ კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო, რომელიც შესაძლებლად მიიჩნევს ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების სრულ შეწყვეტას, მოსახლეობას მოუწოდებს, გააკეთონ საჭირო მარაგი, ან ქალაქის დროებით დატოვების შესაძლებლობა გამონახონ.

"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მოდით ვიყოთ გულწრფელები: ჩვენი მტრები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქალაქი იყოს სითბოს გარეშე, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების გარეშე და საერთოდ, რომ ყველა დავიხოცოთ", - აცხადებს კლიჩკო.

მერი არწმუნებს მოსახლეობას, რომ ხელისუფლება სხვადასხვა სცენარის მომზადებას ცდილობს. 

ცნობისთვის, ენერგიის დაზოგვის მიზნით კიევში 6 ნოემბრიდან საათობრივი გათიშვაა დაწესებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics