21:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 21:39:02, 865 ნახვა

მსოფლიო
ურკაინის თავდაცვა - კადიროვის „ელიტარული“ დაჯგუფება, რომელსაც ზელენსკის მოკვლა ევალებოდათ, განადგურებულია

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მინისტრმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ კადიროველების „ელიტარული“ დაჯგუფება, რომლებსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ლიკვიდაციის დავალება ჰქონდათ მიღებული, ლიკვიდირებულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფორმაცია მათ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის იმ წარმომადგენლებისგან მიიღეს, რომლებსაც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობა არ სურთ.

ალექსეი დანილოვის თქმით, „ელიტური“ დაჯგუფება ორ ნაწილად იყვნენ დაყოფილი, რომეთაგან მეორე ჯგუფი, ამ დროისთვის, „მიზანშია ამოღებული“.

„ამის დამსახურებით, შემიძლია გითხრათ, რომ განადგურებულია კადიროვის კონკრეტულად ის ელიტური დაჯგუფება, რომელიც აქ გამოემგზავრა ჩვენი პრეზიდენტის ლიკვიდაციისთვის. ჩვენ მათ ვაკვირდებოდით. ​​ერთი ჯგუფი აიყვანეს გოსტომელში, მეორე ჯგუფი ახლა, ასე ვთქვათ, მიზანშია ამოღებული“, - აღნიშნა ალექსეი დანილოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics