21:48 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 11:47:58, 556 ნახვა

მსოფლიო
აშშ-მა გაეროში 12 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და გააძევა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაერო-ში მომუშავე 12 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და გააძევა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს ნაბიჯი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა", - განაცხადა გაერო-ში აშშ-ის მისიის სპიკერმა. 

აშშ-ის გაერო-ს მისია რუს დიპლომატებს დაზვერვის ოპერატორებად აფასებს, რომლებიც ჯაშუშურ საქმიანობაში არიან ჩართულები, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებაზე.

როგორც გაერო-ში რუსეთის ელჩმა განაცხადა, დიპლომატებს ქვეყნის დატოვების ვადა 7 მარტამდე მისცეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics