20:27 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 15:45:59, 808 ნახვა

მსოფლიო
ANONYMOUS-მა რუსეთის ბირთვული ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაზე წვდომა მოიპოვა და 40 000 ფაილი გაავრცელა

მსოფლიოს უდიდესმა ჰაკერების გაერთიანებამ, Anonymous-მა მოპოვა რუსეთის ბირთვული უსაფრთხოების ინსტიტუტის მონაცემთა ბაზაზე წვდომა და 40 000 ფაილი გაავრცელა. 

ანონიმუსის 65-ე ბატალიონი ტვიტერზე წერს, რომ მათ არ გააჩნიათ ამ რაოდენობის მასალის თარგმნისათვის საჭირო რესურსები და თარჯიმნის დახმარებას ითხოვენ.

შეგახსენებთ,  უდიდესმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ Anonymous-მა უკრაინაში შეჭრის გამო, 25 თებერვალს, რუსეთის მთავრობას ომი გამოუცხადა.

მათ მოიპოეს და გაავრცელეს დაახლოებით 200 გიგაბაიტის მოცულობის ელექტრონული მეილები ბელარუსის იარაღის მწარმოებელი Tetraedr-სგან. ისინი რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, მაშინ სახელმწიფო ვებსაიტების დაჰაკვას განაგრძობენ.

მანამდე კი, ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, Russia Today და გაზპრომის გვერდები გათიშეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics