20:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 17:36:03, 851 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბელარუსი კიევისა და ჟიტომირის მიმართულებებით საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადება

ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ქვედანაყოფები უკრაინაში საჰაერო დესანტის გადასხმისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია ZN.UA დიპლომატიური წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად წერს. 

"ბელორუსია ფაქტობრივად იწყებს ჩვენს ქვეყანაში შეჭრას თავისი პერსონალით. ჩვენი წყაროების ინფორმაციით, სადესანტო ადგილებია: კიევისა და ჟიტომირის მიმართულებები,"- წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, დღეს დილით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელორუსის მოსახლეობას მიმართა და სთხოვა გაეკეთებინათ არჩევანი, სურთ თუ არა იყვნენ აგრესორის მხარეზე, რომელიც ესვრის უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას და ბავშვებსაც კი.

ამ განცხადებას გამოეხმაურა ლუკაშენკო, რომელმაც თქვა, რომ ვოლოდიმერ ზელენსკის არ ესმის ვზელენსკის არ ესმის, რა ხდება და არაადეკვატურ მდგომარეობაშია. მან ასევე დასძინა, რომ " ეს დაპირისპირება ჯერ მხოლოდ კონფლიქტია, თუმცა სამ დღეში ის ომში გადაიზრდება და ხორცსაკეპი გახდება".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics