|
2016-11-02 18:23:35, 828 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD-ის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის - ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისათვის (ENPARD) სამეთვალყურეო საბჭოს და ENPARD-ის კონსორციუმის წევრების რიგით მეათე გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა ENPARD I-ის პროექტი შეაჯამეს და ENPARD II–ის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს. ამის შესახებ "ექსპრენიუსს" უწყებიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ ENPARD-ის პირველი ფაზის ფარგლებში შესრულებულ ვალდებულებებზე ისაუბრა, განხორციელებული სამუშაოები წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ პროგრამას ევროპელი კოლეგები ქვეყნის სავიზიტო ბარათად მიიჩნევენ. ნოდარ კერესელიძემ ევროკავშირის და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს აქტიური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ENPARD III-ის პროექტი, რომლის ბიუჯეტი 78 მლნ ევროს შეადგენს, მომზადების პროცესშია და ENPARD II-ის პროექტის დასრულების შემდეგ დაიწყება. შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობის ექსპერტი გარემოს დაცვის, სოფლის განვითარებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში ალვარო ორტეგა აპარისიო, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშე სოფლის მეურნეობის მიმართულებით კრისტინა კასელა და ENPARD-ის კონსორციუმის წევრები ესწრებოდნენ. (NS)
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)