|
2016-11-02 16:56:17, 777 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ასტანაში აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრის მოადგილის, გოჩა ცოფურაშვილის ხელმძღვანელობით,სამუშაო ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები ქალაქ ასტანაში გამართულ აგროსამრეწველო სექტორის საერთაშორისო გამოფენას KazAgro/KazFarm-2016 დაესწრნენ. უწყების ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილესთან, სერიკ ეგიზბაევთან ერთად გამოფენის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და KazAgro/KazFarm-2016-ის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. გოჩა ცოფურაშვილმა ბოლო წლებბში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით განხორციელებულ რეფორმებზე, პროექტებსა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელა ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების, სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების გააქტიურების, სასურსათო უსაფრთხოების და სურსათის უვნებლობის უზრუნველყოფის მიმართულებით. ,,ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციისა დასაექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მნიშვნელოვან მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს.ქართული კომპანიები სამინისტროს ხელშეწყობით მსოფლიოს მასშტაბით აგრარული მიმართულების ათეულობით საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ. საქართველოს სტენდი წარმოდგენილია KazAgro/KazFarm-2016-ზეც და იმედი გვაქვს, რომ ქართული პროდუქცია პოპულარული გახდება ყაზახეთის ბაზარზეც“, - აღნიშნა ცოფურაშვილმა. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით, გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016მოწყობილ ქართულსტენდზესაკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს კომპანიებმა: ,,კულა“, ,,შატო თელავი“, ,,ქიმერიონი“, ,,ლივო“, ,,ზედაზენი“, ,,შპს ქინძმარაული“, ,,დუგლაძეების ღვინის კომპანია“, წინანდლის ძველი მარანი“ და ,,არეანი“. გამოფენის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, დელეგაციის წევრებთან და ყაზახეთში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად ყაზახეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, სერიკ ეგიზბაევს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტ-იმპორტის გააქტიურება განიხილეს. გამოფენაზე KazAgro/KazFarm-2016 ქართული სტენდი საუკეთესოდ აღიარეს და ქართული დელეგაციის წარმომადგენლებს სპეციალური დიპლომი და ოქროს მედალი გადასცეს. (NS)
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)