16:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 13:22:45, 676 ნახვა

საზოგადოება
სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება

სოციალურად დაუცველი ოჯახების სათბობი შეშით უზრუნველყოფა გრძელდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ, გამგებლის მოადგილე მიხეილ გოგოლიძესთან ერთად, 9 სოციალურად დაუცველ ოჯახს, კოჯორსა და კიკეთში,  ზამთრისთვის საშეშე მერქანი გადასცა.

მათივე ცნობით, მთაწმინდის რაიონის გამგეობის,  თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის შედეგად, დაბა კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე არსებულ ტყეში, გამხმარი და ავარიული ხეები მოიჭრა, რომელიც საშეშედ  კოჯორსა და კიკეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადაეცათ.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი თავდაცვის სამინისტროსა და გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს, რომელთა დახმარებით ხეების მოჭრა და ტყიდან გამოტანა განხორციელდა.

ზამთარი წელს ადრე დადგა, ამიტომ  მნიშვნელოვანია, მოქალაქეები სათბობი შეშით მაქსიმალურად სწრაფად უზრუნველვყოთ“-განაცხადა გელა არჩვაძემ.

გამგებლის თქმით, აღნიშნულ დახმარებას გამგეობისგან რაიონში მცხოვრები ყველა სოციალურადდაუცველი ოჯახი მიიღებს.

თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით  მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის პროცესი მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულდება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics