12:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-06-30 11:04:44, 245 ნახვა

პოლიტიკა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დააკავეს. 

უწყების ცნობითვე, პირველ საქმეზე, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, რომელიც დასაქმებული იყო ა(ა)იპ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სერვისების ცენტრში, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, პირადი გამორჩენის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული სპეცტექნიკით მიწის ნაკვეთზე სამუშაოების შესრულების სანაცვლოდ, მოქალაქეს უკანონოდ მოსთხოვა და გამოართვა 400 ლარი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება მეორე საქმეს, უწყების ცნობით, ქრთამის მოთხოვნისა და აღების ბრალდებით ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სახელმწიფოს კუთვნილ სატყეო უბანში მიწის ნაყოფიერი ფენის მოპოვების სანაცვლოდ, ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით 600 ლარი მოსთხოვა და გამოართვა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება". - წერს უწყება. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics