11:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-14 12:17:32, 543 ნახვა

საზოგადოება
თეიმურაზ კუპატაძემ DEA-ს შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის (DEA) შუა აღმოსავლეთის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელ სპეციალურ აგენტთან, მაიკლ რჟეპჩინსკისთან. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციას შორის არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობა განიხილეს. თეიმურაზ კუპატაძემ აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელს, დეპარტამენტის საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა ისეთი პრიორიტეტული მიმართულებებით, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა, კიბერდანაშაული და სხვა მძიმე ტრანსნაციონალური დანაშაულები.

"შეხვედრის დასასრულს, თეიმურაზ კუპატაძემ მადლობა გადაუხადა აშშ-ის მხარეს წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისათვის.

აშშ-ის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მრავალი წელია თანამშრომლობს როგორც ოპერატიული აქტივობების განხორციელების, ისე ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics