11:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-13 12:25:27, 788 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენმა ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებით მთავრობას წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

აპარატის ცნობით, ომბუდსმენმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. 

"საქართველოს სახალხო დამცველმა მოცემული წინადადებით მიმართა მთავრობას - განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა, ერთდროულად ისარგებლონ როგორც სოციალური პაკეტით, ასევე საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ",- ნათქვამია ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციაში.

იხილეთ წინადადება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics