11:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-02 20:08:56, 849 ნახვა

მსოფლიო
გალანტი - ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ქალაქი რაფა იქნება

ქალაქ ხან იუნისში მისიის დასრულების შემდეგ სამიზნე ღაზის სექტორის უკიდურეს სამხრეთით მდებარე ქალაქი რაფა იქნება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტის თქმით, ისრაელის სამხედრო ძალებმა "ჰამასის" დაახლოებით 10 000 წევრი გაანადგურეს და იგივე რაოდენობით მებრძოლი დაჭრეს. 

"ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში, მივაღწევთ რაფამდეც, სადაც გავანადგურებთ ტერორისტულ ერთეულებს, რომლებიც საფრთხეს გვიქმნიან. ეს ომი მოითხოვს ეროვნულ გამძლეობასა და მონდომებას. ჩვენ უნდა მოვითმინოთ მანამ, სანამ მისიას არ შევასრულებთ". - განაცხადა გალანტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics