12:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-02-01 17:16:56, 928 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი უკრაინისთვის დახმარების გამოყოფაზე - გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო - ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს EU-ის ერთიანობას

მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი  ევროკავშირის მიერ უკრაინის დახმარებისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. 

ზელენსკის თქმით, უკრაინის ფინანსური დახმარება ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას გააძლიერებს.

"მადლობას ვუხდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელსა და წევრი სახელმწიფოების ლიდერებს უკრაინის დახმარების ფონდის შექმნისთვის, რომელიც 2024-2027 წლებში ქვეყანას 50 მილიარდი ევროს დახმარებას გაუწევს. მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება 27-ვე ქვეყანამ მიიღო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ევროკავშირის ძლიერ ერთიანობას. უკრაინის ფინანსური დახმარება გააძლიერებს ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას, რაც სამხედრო დახმარებასა და რუსეთზე სასანქციო ზეწოლაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია", - წერს ზელენსკი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

ცნობისთვის, დღეს, 1-ელ თებერვალს ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების სახით 50 მილიარდი ევროს გამოყოფა დაამტკიცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics