11:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-18 13:36:59, 1730 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „პროვიკაციას" ამზადებს

უკრაინაში გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუი გუტერეშის ვიზიტის პარალელურად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე „პროვიკაციას" ამზადებს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „РИА Новости" რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრნობით ავრცელებს.

გენერალ-ლეიტენანტ, იგორ კონაშენკოვის თქმით, აღნიშნული ქმედების შემდეგ რუსეთი ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში უკრაინას დაადნაშაულებს.

„19 აგვისტოს კიევის რეჟიმი ამზადებს რეზონანსულ პროვოკაციას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის უკრაინაში ვიზიტის დროს, რის შედეგადაც რუსეთის ფედერაციას დაადანაშაულებენ ამ ელექტროსადგურზე ხელოვნური კატასტროფის შექმნაში",- განაცხადა კონაშენკოვმა.

მისივე თქმით, 19 აგვისტოს უკრაინის შეიარაღებული ძალები ნიკოპოლიდან საარტილერიო დარტყმებს განახორციელებენ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ლვოვში დღეს ჩავიდა, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics