11:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-17 15:49:15, 1935 ნახვა

ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის გამოყენება არ შეიძლება რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ ეხება დროებით ოკუპირებულ ყირიმს .

„ჩვენ გვაქვს შეთანხმება შეერთებულ შტატებთან, რომ არ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც მოგვაწოდეს აშშ-მ და მისმა პარტნიორებმა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, მაგრამ თუ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციაზე, მტერი არის, შესაბამისად, ჩვენ არ გვაქვს ასეთი შეზღუდვები“. - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics