12:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-26 19:48:59, 1611 ნახვა

ომი უკრაინაში
სოროსი - არამხოლოდ უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომაც უნდა მიიღონ EU-ს წევრობის უფლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. - ამის შესახებ განაცხადა მილიარდერმა და ღია საზოგადოების ფონდების დამაარსებელმა, ჯორჯ სოროსმა.

მისივე თქმით, არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. 

"საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, საკუთარი პროევროპული მიდგომის გაფართოებით, მხარი დაუჭირა მნიშვნელოვან გეოგრაფიულ გაფართოებასა და ევროკავშირის მიერ ამისთვის მზადების აუცილებლობას. არამხოლოდ უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება". - ნათქვამი განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics