11:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 11:12:02, 407 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება

ევროკავშირის დახმარების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტი - „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა" დაიწყო.

პროექტის ძირითადი მიზანია, საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებთან და რეგულაციებთან დაახლოების და ამ მიმართულებით მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა, ხოლო პროექტის სპეციფიკურ ამოცანას წარმოადგენს საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობის გაუმჯობესება და ეროვნული ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან დაახლოების გზით, ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადება, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, დარგის ახალი ორგანიზაციული, საოპერაციო და ფუნქციონალური სტრუქტურის განსაზღვრის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და სხვადასხვა აქტივობების განხორციელება ადამიანური რესურსის გაძლიერების კუთხით.

ევროკავშირის მხრიდან პროექტის ძირითადი განმახორციელებელი ორგანიზაციაა პოლონეთის ინფრასტრუქტურის სამინისტრო, პოლონეთის სხვა საჯარო და კერძო ორგანიზაციებთან ერთად. პროექტის მთავარ ბენეფიციარს კი წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ამასთან ქართული მხრიდან პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება სს „საქართველოს რკინიგზა".

პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics