11:05 - 30 Jun, 2026
|
2021-03-14 16:09:58, 544 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პურის მწარმოებლებს, ხორბლისა და ფქვილის იმპორტიორებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის ფასთან და იმპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. „ჩვენ რეგულარულად ვხვდებით მეწარმეებს და მათთან ერთად დეტალურად განვიხილავთ ყველა იმ საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ვითარებას, საიდანაც ხორბლის შესყიდვაა შესაძლებელი. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა, პურზე არსებული ფასი არ გაიზარდოს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. პანდემიით შექმნილი რთული ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, ძირითადი მოხამარების პურზე არსებული ფასის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს მთავრობა, 2020 წლის დეკემბრიდან, ხორბლის ფქვილის სუბსიდირებას ახდენს.
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)