14:39 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-07-29 20:07:54, 4285 ნახვა

ეკონომიკა
არად ბენკო - 2016 წელს მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში ჩამოსვლა, შარშან კი უკვე 35 ავსტრიული კომპანია გვყავდა

„2016 წელს, როდესაც საელჩო გავხსენით, მხოლოდ 9 ავსტრიულ კომპანიას სურდა საქართველოში საქმიანი ვიზიტით ჩამოსვლა, გასულ წელს კი უკვე 35 კომპანია გვყავდა. ეს გვიჩვენებს, რომ იმ კომპანიების რაოდენობა, რომელთაც სურთ საქართველოში ჩამოსვლა და აქ ინვესტიცია, ძალიან გაიზარდა. ამ წლების განმავლობაში განხორციელდა მრავალი პროექტი, მათ შორის ყველაზე დიდია, RAUCH-ის შესვლა ნაბეღლავში, 40 მილიონი ევროთი," -  ამის შესახებ ავსტრიის ელჩმა საქართველოში არად ბენკომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. არად ბენკოს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის ვადა ამოეწურა.

ელჩის განცხადებით, დიდია ავსტრიულ კომპანიებს შორის საქართველოში ინვესტირების ინტერესი. "მე ვფიქრობ, რომ ინვესტიციები გაიზრდება მომავალ წლებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კოვიდთან დაკავშირებული რისკები შემცირდება. ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო, ავსტრიელ ინვესტორებთან პირდაპირი კომუნიკაციით, უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ეწევა  ახალი ინვესტიციების მოსაზიდად," - განაცხადა ავსტრიის ელჩმა საქართველოში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics