სესიაშვილი: ეს არის კონკრეტული სამხილი, რომლითაც ჩანს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სისხლისღვრა სურს
„ეს არის ძალიან მკაფიო სამხილი, რომლითაც პირდაპირ ჩანს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის და სისხლისღვრის მოწყობა სურთ“, - ასე გამოეხმაურა „ექსპრესნიუსთან“ საუბარში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ყვარელსა და თელავში ირაკლი სესიაშვილი ინტერნეტით გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერს, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.