23:09 - 05 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-08-05 21:28:51, 232 ნახვა

პოლიტიკა
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყეს.

უწყება წერს, რომ სხვადასხვა სოციალურ პლატფორმაზე უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული და მართული ყალბი ე.წ. ბოტანგარიშებით მიზანმიმართულად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.

"მსგავსი შინაარსის ყალბი ინფორმაცია მოგვიანებით, დროის კონკრეტული ინტერვალით, კოორდინირებულად ვრცელდებოდა უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ერთ-ერთი ონლაინ-მედიასაშუალების მიერ, რომელსაც მრავალმილიონიანი აუდიტორია ჰყავს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლით დაიწყო, რაც საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნის მიზნით, სახელმწიფო საწარმოს ან სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების ნორმალური ფუნქციონირების ხელშეშლას ან მათ დაზიანება/განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 4-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რათა დადგინდეს დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მონაწილეები, დაფინანსების შესაძლო წყაროები, ინფორმაციის გავრცელების მექანიზმები და მისი მიზნები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს მუშაობას მსგავსი დეზინფორმაციული კამპანიების დროული გამოვლენისა და მათგან მომდინარე საფრთხეების პრევენციის მიზნით; გარე თუ შიდა ძალებისგან მართულ ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფას, სახელმწიფო ინსტიტუტების დესტაბილიზაციას, კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას ან ეროვნული უსაფრთხოებისათვის ზიანის მიყენებას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", - აცხადებენ სუს-ში. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics