|
2026-08-03 17:56:03, 270 ნახვა
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ "ოცნების" რეჟიმის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ამ ადამიანებს აქვთ კონკრეტული დაკვეთა - სცადონ ეროვნული იდენტობის შესუსტება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებენ, თუმცა ხელისუფლებამ ყველა ზომა უნდა მიიღოს მსგავსი ქმედებების წინააღმდეგ. „ჩვენ ამ კანონპროექტზე ჯერ არ გვიმსჯელია, რაც შემიძლია გითხრათ - ნამდვილად არის რეაგირება საჭირო კოორდინირებულ შეტევაზე ჩვენი ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ არ დავუშვათ ხელოვნურად სიძულვილის თავსმოხვევა ჩვენი საზოგადოებისთვის, ამისათვის იქნა შესაბამისი კანონები მიღებული და ესეც კი გააპროტესტეს. კანონი, რომელიც ემსახურება სიძულვილის თავიდან არიდებას ჩვენი საზოგადოებისთვის, ესეც კი ღიად გააპროტესტეს, აქაც კი არ მოერიდნენ ღიად იმის თქმას, რომ სიძულვილს ისინი თესავენ. ვინც გააპროტესტა ამ კანონის მიღება, სწორედ ისინი ქვეყნის გარედან და ქვეყნის შიგნიდან ხელოვნურად თესავენ სიძულვილს და აგრესიას ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება კონკრეტულად წმინდანების, საზოგადო მოღვაწეების, ჩვენი დიდი მეფეების შეურაცხყოფას, ესეც არის ჩვეულებრივი დაკვეთილი კოორდინირებული ქმედებათა ჯაჭვი. ესენი არ არიან უბრალოდ მაგალითად უნიჭო ადამიანები, ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ასრულებენ კონკრეტულ დაკვეთას და ამ დაკვეთის არსი არის მარტივი - მათ უნდა სცადონ, ჩვენი ეროვნული იდენტობის რაღაცნაირად შესუსტება და ამისათვის აკეთებენ ამ ყველაფერს. ჩვენ ყველა ზომა უნდა მივიღოთ რომ დავუპირისპირდეთ ამ ყველაფერს, თუ იქნება ამისათვის საჭირო კანონის მიღება, ამაზეც შეგვიძლია მსჯელობა,"- აღნიშნა კობახიძემ. რეჟიმის ხელშეწყობით შეიქმნა კიდევ ერთი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას. ჯგუფის წევრები არიან მსახიობი გიორგი შანიძე, რეჟისორი გიორგი სიხარულიძე და ბათუმის თეატრის დირექტორი კოტე მჟავია. მათ ბრიფინგი გამართეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის ოფისში. გიორგი შანიძის განცხადებით, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და "ქართველმა ხალხმა მოთმინება არ დაკარგოს", აუცილებელია არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. შესაბამისად, იწყებენ საკონსულტაციო პროცესს, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა და მოუწოდებენ ქართულ ოცნებას, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში. "თითოეული ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა, თუმცა, ეს უფლება არ შეიძლება იქცეს ინსტრუმენტად იმ სიწმინდეების და ფუნდამენტური ფასეულობების შეურაცხყოფისთვის, რომლებიც ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ და სულიერ საფუძველს წარმოადგენს. ეს ტენდენცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ თანხმობას, ეროვნულ ერთობას და სამოქალაქო მშვიდობას. ფაქტია, რომ გარედან მიღებული დავალების შესაბამისად, ამ ადამიანებმა მოახერხეს და საქმე ლამის ღია სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანეს - დაპირისპირებამდე ქართველ ერსა და გარედან დაფინანსებულ დესტრუქციულ, მართულ ჯგუფებს შორის. თუკი საქმე პროცესების ესკალაციამდე მივა, სწორედ ეს მცირე ჯგუფი აღმოჩნდება ყველაზე მეტად დაზარალებული, რადგან ქართველი ხალხი ქართული იდენტობისა და ქართული ღირებულებების გვერდით დგას. ამიტომ, იმისთვის, რომ ვითარება კიდევ უფრო მეტად არ გამწვავდეს და არ მივიდეს იმ მდგომარეობამდე, როდესაც ბრძენმა ქართველმა ხალხმაც კი შეიძლება დაკარგოს მოთმინება, აუცილებელია პასუხისმგებლიანი ნაბიჯების გადადგმა და არსებული პრობლემების სამართლებრივი, მშვიდობიანი გზით გადაწყვეტა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ საკონსულტაციო პროცესს იურისტების, სამართლის სპეციალისტების, ისტორიკოსების, ხელოვნებისა და სპორტის სფეროების წარმომადგენლების და სხვა ყველა დაინტერესებული საზოგადოებრივი ჯგუფის მონაწილეობით, რათა მომზადდეს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას, პარლამენტს და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს: აქტიურად ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში. [...] საქართველოს ისტორიული, სულიერი და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა არა მხოლოდ კონკრეტული საზოგადოების ნაწილის, არამედ, მთელი ქვეყნის საერთო პასუხისმგებლობაა. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით ვიწყებთ მუშაობას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავებაზე, რათა ჩვენი ეროვნული ფასეულობები სათანადოდ იყოს დაცული და ღირსეულად გადაეცეს მომავალ თაობებს." - განაცხადა გიორგი შანიძემ. შეგახსენებთ, რომ 27 ივლისში საქართველოში ჩეჩნური ტიპის არაფორმალურ მორალის პოლიციის შექმნა დაანონსდა. MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, განაცხადა, რომ მათი საინიციატივო ჯგუფი "ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად," სახალხო მოძრაობას აფუძნებს. აგრეთვე აღნიშნეს, რომ მზად არიან პასუხი აგონ თითოეულ ქმედებაზე და საჭიროების შემთხვევაში ციხეშიც კი წავიდნენ. კობახიძე ივანიშვილის სათაყვანო რუსეთიიეჰოვას მოწმეები და ლგბტქ+ თემი. კრემლი ამ ბუნდოვან ცნებებს იყენებს ძალადობრივი რეპრესიებისა და კონტროლის გასამყარებლად. ვლადიმერ პუტინის რეჟიმმა რელიგია და ე.წ. „ტრადიციული ფასეულობები“ გეოპოლიტიკური და შიდაპოლიტიკური ბრძოლის მთავარ იარაღად აქცია. მოსკოვის საპატრიარქოსთან მჭიდრო ალიანსით, კრემლი ამ იდეოლოგიას იყენებს როგორც საკუთარი მოსახლეობის დასამორჩილებლად, ისე დასავლეთთან ცივილიზაციური დაპირისპირების გასამართლებლად. 1. მართლმადიდებლობა, როგორც რეჟიმის იდეოლოგიური საყრდენი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, პატრიარქ კირილეს ხელმძღვანელობით, კრემლის პროპაგანდისტულ მანქანად იქცა. ეკლესია არა მხოლოდ ამართლებს პუტინის აგრესიულ საგარეო პოლიტიკას, არამედ მას „წმინდა ომის“ კატეგორიაში განიხილავს. უკრაინაში შეჭრა და გენოციდური ომი შეფასებულია, როგორც ბრძოლა „მეტაფიზიკური ბოროტების“ წინააღმდეგ, რაც მორწმუნე ჯარისკაცების მობილიზაციასა და მათ რელიგიურ ფანატიზმს უწყობს ხელს. 2. „სულიერი სუვერენიტეტი“ და შიდა რეპრესიები კრემლმა შემოიტანა „სულიერი და მორალური უსაფრთხოების“ ცნება, რაც ნებისმიერი განსხვავებული აზრის ჩახშობის სამართლებრივი საფუძველი გახდა. „იდენტობის დაცვის“ საბაბით, სახელმწიფო ატარებს მასობრივ დარბევებსა და რეპრესიებს:
3. დასავლეთის წინააღმდეგ მიმართული გეოპოლიტიკური იარაღი საერთაშორისო ასპარეზზე პუტინი საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც „ტრადიციული ქრისტიანული სამყაროს“ ერთადერთ დამცველს დასავლური „დეგრადაციისა და ლიბერალიზმისგან“. ეს ნარატივი მიზნად ისახავს:
პუტინის მიერ რელიგიის ინსტრუმენტალიზაცია არ არის რწმენის გამოხატულება; ეს არის ტოტალიტარული კონტროლისა და იმპერიული ამბიციების ნიღაბი. ფასეულობების დაცვის ეგიდით მიმდინარე დარბევები და ომები აჩვენებს, რომ კრემლისთვის რწმენა მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნების, საზოგადოების მანიპულაციისა და სისხლისღვრის გამართლების საშუალებაა.
თელავის მუნიციპალიტეტში დენის დარტყმის შედეგად, 56 წლის მამაკაცი დაიღუპა
ვეტერანებმა უკრაინაში მებრძოლი ზაალ ლატარიას შვილის ხსოვნას პატივი მიაგეს
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
კობახიძე - კოლექტიური ნაცმოძრაობა არ უნდა იყოს პოლიტიკური სისტემის ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური სისტემა ჯანსაღი ფორმით ვერ განვითარდება
|
რედაქტორის რჩევით
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
ომი უკრაინაში
დრონებმა შეუტიეს ოკუპირებულ ყირიმს: აფეთქებებმა შეძრა ქერჩი, სიმფეროპოლი და ფეოდოსია
რუსეთმა ივლისში უკრაინის მიმართულებით რეკორდული რაოდენობის რაკეტები ისროლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)