|
2020-04-23 12:31:32, 1562 ნახვა
საზოგადოება
მთავრობამ აგრარული ვაჭრობის საბითუმო სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში აგრარული ბაზრები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიკეტა. ამასთან ერთად, მთავრობამ აგრარული ვაჭრობისთვის საბითუმო სავაჭრო ქსელ „ჯიბეს“ ბაზაზე სავაჭრო პლატფორმა შეიმუშავა. „ჯიბე“ აგრო პროდუქციის რეალიზაციას 2019 წლის ნოემბრიდან ეწევა, რისთვისაც უკვე მოწესრიგებულია სამაცივრე მეურნეობები, რამაც საშუალება მისცა გლეხებისა და ფერმერებისგან ადგილზე შეესყიდა პროდუქტი. ამ ეტაპზე 5000 ტონამდე პროდუქციის დასაწყობება არის შესაძლებელი საწყობებში, რომელმაც სრულად დააკმაყოფილა სურსათის უვნებლობის სააგენტოს ყველა მოთხოვნა და რეკომენდაცია. 9 აპრილიდან „ჯიბე“ 7-ჯერ ესტუმრა მარნეულის მუნიციპალეტიტის სხვადასხვა სოფელს და საერთო ჯამში 300-მდე გლეხისგან შეიძინა 77 ტონა ისეთი პროდუქტი, როგორიცაა კიტრი, კომბოსტო, კარტოფილი, ბროკოლი და სხვა. პროდუქტის მობილიზება პირველ ეტაპზე მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ხდება. მომდევნო ეტაპზე, ამ მხრივ, კომპანიის ოპერირების არეალი, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთში რეგიონებში გაფართოვდება. ამას გარდა, კომპანია „ჯიბე“ უახლოეს მომავალში, ეტაპობრივად, მთელს საქართველოს მოიცავს. ცხადია, კომპანიის მხრიდან მოხდება ხარისხის კონტროლი პროდუქციის შესყიდვის დროს და ტრანსპორტირება განხორციელდება შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით. „ჯიბე“ არის ერთადერთი ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომლის საქმიანობის სპეციფიკა გულისხმობს პროდუქციის რეალიზაციას პირდაპირ საბითუმო საწყობებიდან. კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ბითუმად შესყიდვებსა და გაყიდვებზე, გამომდინარე მისი ეფექტური საოპერაციო სისტემიდან და მინიმალური ფასნამატიდან, ის ხელს უწყობს ბაზარზე საბოლოო მომხმარებლისათვის ფასების მინიმალიზაციასა და ხელმისაწვდომობას. კომპანიის ბიზნეს კონცეფცია მეწარმე იურიდიული პირების მხარდაჭერასადა მათთვის ყოველდღიური საოპერაციო პროცესების გამარტივებაზეა ორიენტირებული. ამ შემთხვევაში კი გლეხებისა და ფერმერებისაგან კომპანიის სისტემის გავლით პროდუქცია მოხვდება პირდაპირ საცალო და ქსელურ მაღაზიებსა და კვების ობიექტებში. ამ ეტაპზე დედაქალქისა და მისი შემოგარენისათვის განისაზღვრა სამი ლოკაცია, სადაც მოხდება აგრო სასურსათო პროდუქციის დასაწყობება და რეალიზაცია. ეს არის ჯიბეს ბაზაზე არსებული სამაცივრე და სასაწყობე მეურნეობები, რომლებიც განლაგებულია შემდეგ მისამართებზე:
ცენტრალური თბილისისასთვის: დიდუბე, ერისთავის ქუჩა N5, აღმოსავლეთ თბილისისათვის: ორხევი, ახვლედიანის ქუჩა N3 დასავლეთ თბილისისათვის: გლდანი, შეშელიძის ქუჩა N124
აღნიშნული ბაზებიდან მოხდება მხოლოდ საბითუმო გაყიდვების წარმოება. ჯიბე ოპერირებს საქართველოს ყველა რეგიონში15 ფილიალით და ეტაპობრივად ხილბოსტნეულის შესყიდვა და რეალიზაცია განხორციელდება მისი ყველა რეგიონიალური სასაწყობე ობიექტიდან.
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
მოქალაქეები ისევ დენის გათიშვის შესახებ იუწყებიან
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)