|
2020-04-22 15:52:00, 1465 ნახვა
საზოგადოება
ბილაინმა თანამშრომლებისთვის ხელფასების ზრდის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბილაინი საკუთარი კომპანიის თანამშრომლებს ხელფასს უზრდის. კომპანია აქტიურად განაგრძობს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლას. „შექმნილ რთულ ვითარებაში კომპანია თანამშრომელთა მხარდაჭერასა და მოტივაციაზე ზრუნავს და სწორედ ამ მიზნით, ბილაინში დასაქმებულებს კომპანიამ მიმდინარე თვიდან ხელფასები გაუზარდა. ხელფასის ზრდა არ ითვალისწინებს კონკრეტულ ვადებს და თითოეული თანამშრომელი განახლებული ხელშეკრულების საფუძველზე განაგრძობს მუშაობას“, - აცხადებენ კომპანიაში. ბილაინმა COVID-19-ის აღმოჩენისთანავე დაიწყო პრევენციული ზომების გატარება და დღესაც აქტიურად განაგრძობს როგორც თანამშრომლებზე, ისე მომხმარებლებზე ზრუნვას: „კომპანიამ ვირუსის გამოჩენისთანავე მალევე გადაიყვანა თანამშრომლები დისტანციურად მუშაობაზე და ქვეყნის მასშტაბით ყველა ოფისი უსაფრთხოების მიზნით დახურა. დისტანციურ მუშაობაზეა გადასული ბილაინის სატელეფონო ცენტრიც. ბილაინის ყველა თანამშრომელს აქვს უფასო წვდომა Coursera-სა და LinkedIn-ის ონლიან სწავლების პლატფორმებზე და შეუძლიათ შეუზღუდავად გაიარონ სასურველი კურსები, ხოლო დახურული მაღაზიების თანამშრომლები ასევე გადიან ინგლისური ენის კურსებს“, - განმარტავენ ბილაინში. ბილაინის ყველა მომსახურება და პროდუქტი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ონლაინ, აპლიკაციის, ვებგვერდისა და ონლაინ ჩატის მეშვეობით. ასევე, ხელმისაწვდომია ბილაინის სიმ ბარათებიც, ბილაინის თვითმომსახურების ტერმინალებისა და საქართველოს ფოსტის 40 ჯიხურის მეშვეობით.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)