|
2020-04-21 19:19:28, 1597 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო პაციენტისა და მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქციას ავრცელებს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პაციენტისა და მისი თანმხლები პირის საცხოვრებელი მისამართიდან კლინიკაში გადაადგილების ინსტრუქციას ავრცელებს. როგორც ინსტრუქციაშია აღნიშნული, კლინიკაში გეგმური სამედიცინო მომსახურების მისაღებად: (დიალიზი, ქიმიო/ჰორმონოთერაპია, მშობიარობა და ა.შ) კლინიკა პაციენტზე გასცემს კლინიკის ბლანკზე, ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ეს ცნობა უნდა გადაეგზავნოს (დასკანერებული ვერსია ელ. ფოსტაზე) იმ პირს, რომელიც განახორციელებს გაწერილი პაციენტის ტრანსპორტირებას. ამ პირმა ცნობა ამობეჭდილი/მატერიალური ან ელექტრონული სახით (ტელეფონზე) უნდა იქონიოს თან, ამავდროულად პაციენტს თან უნდა ჰქონდეს ფორმა N IV-100/ა, რომელსაც დასტურად წარუდგენს პოლიციას. მწოლიარე პაციენტების ოჯახის მიერ საკვებით ან პირადი ნივთებით უზრუნველყოფის საჭიროების შემთხვევაში: კლინიკა საკუთარ ბლანკზე, ბეჭდითა და ხელმძღვანელის ხელმოწერით დამოწმებულ ცნობას გასცემს, რომელიც მოიცავს შემდეგ მონაცემს: აღნიშნული ცნობა ეგზავნება საკვების/პირადი ნივთების გადამტან პირს ელფოსტის მისამართზე, რომელიც ბეჭდავს ამ ცნობას და ხელთ აქვს მატერიალურად, ან წარუდგენს პოლიციას ტელეფონით ელექტრონულ ფორმატში. კლინიკაში საკვების/პირადი ნივთების მიტანის შემდეგ, კლინიკა საკვების გადამტან პირს წერილობითა და ბეჭდით უდასტურებს, რომ ამა და ამ დროს მიიღო საკვები პროდუქტი. თუ გადამტან პირს არ აქვს ამობეჭდილი ცნობა და მხოლოდ ელექტრონული ვერსია აქვს ტელეფონზე, კლინიკა უბეჭდავს ამავე ცნობას და უდასტურებს ამ ცნობაზევე მინაწერით და ბეჭდის დარტყმით, ან გასცემს ახალ, ბეჭდით დადასტურებულ, ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილ ცნობას, რომ ამ პირმა ამა და ამ დროს ნამდვილად მიიტანა საკვები/პირადი ნივთები.
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
"საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე" - შსს უნგრელი ჟურნალისტის დაკავებაზე
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)