00:26 - 06 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-04-18 12:27:02, 1547 ნახვა

საზოგადოება
საგარეო უწყება - ბერლინი-თბილისის რეისზე ბილეთის გადაყიდვის სავარაუდო მცდელობა დაფიქსირდა

„ჯორჯიან ეარვეისის“ ვარაუდით, საქართველოს მოქალაქემ ბერლინი-თბილისის რეისზე, ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა სცადა მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია.

კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეატყობინა მიმდინარე წლის 12 აპრილის ბერლინი-თბილისი რეისზე ბილეთების ელექტრონული რეალიზაციის პროცესში საეჭვო შესყიდვის მცდელობის ფაქტის დაფიქსირების თაობაზე. კერძოდ, კომპანიის ვარაუდით მოქალაქემ, რომელიც კომპანიის პირველადი მოკვლევის თანახმად, იმყოფებოდა  საქართველოში, სცადა ერთდროულად რამდენიმე ბილეთის შესყიდვა, დიდი ალბათობით მომხმარებლისთვის დამატებითი გასამრჯელოს სანაცვლოდ მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.  როგორც ცნობილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრულ რეისებზე, რომელიც ემსახურება უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების უზრუნველყოფას, დადგენილია სამგზავრო ბილეთის ზღვრული ფასი -199 ევრო და ყოვლად დაუშვებელია მოხდეს მათი სხვა ფასში რეალიზება.  კომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით მან  მიმართა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს გამოიკვლიოს აღნიშნული ფაქტი.  როგორც კომპანიაში „ჯორჯიან ეარვეის“ განმარტავენ, ერთი ადამიანის მიერ შესყიდული ბილეთის გადაყიდვა შეუძლებელია. კომპანია მზად არის ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან შემთხვევის შემდგომი გამოძიების მიზნით“, - აცხადებენ საგარეო უწყებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
სემეკის წევრი: ენგურჰესზე მიმდინარეობდა დაგეგმილი ტესტირება, მოხდა სისტემის სრულად გათიშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics