|
2020-04-17 21:29:29, 1586 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გახანგრძლივების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე თავად განაცხადა. მისი თქმით, კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. „სხვადასხვა სახელმწიფო უწყება 24 საათიან რეჟიმში ემსახურება თქვენს ჯანმრთელობასა და ქვეყნის კეთილდღეობას. ჩვენი ექიმების შეშფოთება და მუდარა, ყველამ მოვისმინეთ. ამ დროს მე, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, მაქვს უმაღლესი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, დავიცვა სახელმწიფოს კანონი და მაშასადამე მოგთხოვოთ თქვენ, დაემორჩილოთ კანონს. მე პრემიერთან ერთად მოვაწერე ხელი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მხარს ვუჭერ ყველა მიღებულ ზომას. კანონმა, ისევე როგორც დღეს გავრცელებულმა ავადმყოფობამ, არ იცის გამონაკლისი და პრივილეგია. თუ გვინდა, რომ სახელმწიფო გვერქვას, კანონის დაცვა და შესრულება აუცილებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)