|
2020-04-17 15:21:58, 1355 ნახვა
საზოგადოება
მეუფე დანიელი - სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთება არ არის გათვალისწინებული, ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე
ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტის, მეუფე დანიელის განცხადებით, სასულიერო პირებისათვის პირბადეების გაკეთება გათვალისწინებული არ არის. მიტროპოლიტი ამას იმით ხსნის, რომ სასულიერო პირები „ღვთის წინაშე დგანან და უშუალო კავშირი აქვთ უფალთან“. „მინდა ვთქვა, რომ საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები მიდიოდნენ, სრულიად შეუიარაღებლები დაინფიცირებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ და ძალიან ბევრი იღუპებოდა. მიუხედავად იმისა, რომ რისკის ფაქტორი არსებობს, მრევლი და სამღვდელოება მოდის იმიტომ, რომ ამ ლოცვას აქვს ეპიდემიის აღმოფხვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. რაც შეეხება სასულიერო პირების მიერ პირბადეების გაკეთებას, ეს არ არის გათვალისწინებული, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, ჩვენ გვაქვს უშუალო კავშირი უფალთან და ეს ნიშნავს რწმენის გარკვეული თვალსაზრისით სარწმუნოებრივ არასწორ დამოკიდებულებას და ამიტომ სასულიერო პირებს არა, თუმცა, ვინც სამღვდელოებას ემსახურება იმათ აქვთ ეს პირბადეები“, - განაცხადა მეუფე დანიელმა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)