|
2020-04-17 14:03:20, 1348 ნახვა
საზოგადოება
სასწრაფო დახმარების ავტომობილებს კომპანია „ფიატი“ უსასყიდლოდ მოემსახურება
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს კომპანია "ფიატმა" სასწრაფო დახმარების ავტომობილების უსასყიდლო მომსახურების სერვისი შესთავაზა. კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სასწრაფო დახმარების მანქანებს უფასო ტექნიკური მომსახურება 1 თვის განმავლობაში გაეწევა. ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ, კომპანია "ფიატის" ხელმძღვანელს, ზურა გვაზავას, მადლობა პირადად გაუხადა და ყურადღება სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაზე გაამახვილა. "ვფიქრობ, იმ დროს, როდესაც სასწრაფო დახმარების მედპერსონალი კოვიდ-19-თან ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მედიკოსების მიმართ მსგავსი მხარდაჭერის გამოხატვა. მადლობა მინდა გადავუხადო "ფიატის" ცენტრს იმისთვის, რომ გამოხატა თანადგომა და საკუთარი წვლილი შეიტანა სასწრაფო დახმარების შეუფერხებელ მუშაობაში ", - აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)