|
2020-04-16 12:38:32, 1273 ნახვა
საზოგადოება
REDMED-ი საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის უკვე ხელმისაწვდომია
ციფრული სამედიცინო სერვისების პლატფორმა REDMED-ი იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას და საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისათვის დისტანციურ სამედიცინო სერვისებს ხელმისაწვდომს ხდის. ამასთანავე მათთვის, კორონავირუსის პანდემიის პერიოდში თერაპევტის/ოჯახის ექიმის და პედიატრის აუდიო კონსულტაცია უფასო იქნება. REDMED-ის მთავარი მიზანი ადამიანებისთვის ჯანმრთელობაზე ზრუნვის გამარტივებაა, რაც გულისხმობს შესაძლებლობას - მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მოძებნოს ექიმი, მიიღოს ვიდეო ან აუდიო კონსულტაცია და გამოიძახოს ექიმი სახლში. „კორონავირუსის პანდემიის პერიოდში საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისთვის მნიშვნელოვანია კომპეტენტურ ექიმებთან დაკავშირება და კონსულტაციის დისტანციურად მიღება. სწორედ ამიტომ REDMED-ში გადავწყვიტეთ, მათთვის პლატფორმაზე რეგისტრაციის პროცესი შეგვეცვალა. ამ ეტაპზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია ქართული მობილური ნომრის მითითება, თუმცა ჩვენ შევიმუშავეთ ახალი მეთოდი, რომელიც გვერდს უვლის ამ საჭიროებას", - აცხადებენ REDMED-ში. რეგისტრაციისთვის მომხმარებელმა კითხვარი უნდა შეავსოს და მიჰყვეს ინსტრუქციას. REDMED-ის სერვისებით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც აპლიკაციის ბეტა ვერსიით, ისე ვებ-გვერდის - www.redmed.ge-ს საშუალებით.
ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე განხორციელებულმა დარტყმებმა რუსეთის ბიუჯეტს 1.2 ტრილიონი რუბლის ზარალი მოუტანა
გიგა ავალიანის საქმეზე ანასტასია ბერუაშვილსაც აკავებენ
გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ნია იმნაძე დააკავეს
სუს: ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუს ტურისტებს ტყეში ტოვებდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
რეჟიმი აპირებს, პუტინის მსგავსად ე.წ ეროვნული იდენტობის დაცვის საბაბით მორიგი რეპრესიული კანონი მიიღოს
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)