|
2019-07-03 11:49:54, 1001 ნახვა
საზოგადოება
ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე 1-ლი აგვისტოდან ამოქმედდება
კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე მცხოვრებლებს ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემაში რეგისტრაცია და ინფორმაციის მიღება თბილისის მერიის მიერ დადგმულ სპეციალურ პავილიონში შეუძლიათ. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების საპილოტე პროექტი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება, ადგილობრივებს კი საკუთარი ავტომობილების გაჩერება უფასოდ შეეძლებათ. „მოგეხსენებათ, პირველი აგვისტოდან ამოქმედდება ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ქუჩებზე. იქ მცხოვრები ადამიანებისთვის ავტომანქანების გაჩერება უფასო იქნება. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, პირველ რიგში, თავიანთი ავტომანქანები სისტემაში უნდა დაარეგისტრირონ. ეს მათ შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელადაც. თუმცა, რადგან სიახლეა, საზოგადოების მეტად ინფორმირებისთვის ლესელიძის ქუჩაზე განვათავსეთ სპეციალური ჯიხური, სადაც ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, მივიდეს და რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული საპილოტე პროექტი წარმატებით განხორციელდება, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ამოქმედება დედაქალაქის სხვა უბნებშიც მოხდება. „დარწმუნებული ვარ, ეს პროექტი წარმატებით განხორციელდება. შემდეგ, ეტაპობრივად, სხვადასხვა რაიონში, უბანშიც დავიწყებთ. ყველა განვითარებულ ქალაქში მსგავსი მიდგომაა. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ. გვინდა, რომ განვითარებული ქალაქების საუკეთესო მაგალითები ჩვენს ქალაქშიც გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
(NS)
BOG-ის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის
რუსთაველზე ამობრუნებულ თვითმცლელში ბავშვი იმყოფებოდა - მიმდინარეობს მოკვლევა
სტრასბურგის სასამართლომ მზია ამაღლობელის საქმეზე მე-4 საჩივარი დაარეგისტრირა - საია
კობახიძე რუსოფობიაზე: ტურიზმთან დაკავშირებით ჰქონდათ ჰომოფობიური კამპანიის ტალღები
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)